თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 10:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 15,4% შეადგინა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 456 ამომრჩეველია, ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 70-მა დააფიქსირა.
ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 4% შეადგინა. ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 1752 ამომრჩეველი გამოცხადდა.
დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
| საარჩევნო ოლქი | აქტივობა | ვის ირჩევენ |
| მთაწმინდა (თბილისი) | 4% | საქართველოს პარლამენტის დეპუტატი |
| ზუგდიდი | 8,1% | მერი |
| ჭიათურა | 6,7% | მერი |
| ხულო | 8,7% | მერი |
| მარნეული | 5,7% | მერი |
| ზესტაფონი | 7% | მერი |
| ახმეტა | 11,5% | საკრებულოს დეპუტატი |
|
საგარეჯო |
15,4% | საკრებულოს დეპუტატი |
|
ადიგენი |
9,3% | საკრებულოს დეპუტატი |
| ტყიბული | 6,9% | საკრებულოს დეპუტატი |
| წყალტუბო | 8,4% | საკრებულოს დეპუტატი |
| ოზურგეთი | 6,3% | საკრებულოს დეპუტატი |
