საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ხულოს მერობის მთავარი კანდიდატები

© Sputnik / Denis Aslanovსაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხულოს რაიონის მერის პოსტზე 12 ადამიანი იბრძვის

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik. მაღალმთიან აჭარაში ხულოს რაიონის მოსახლეობა კვირას, 19 მაისს ახალ მერს აირჩევს.

კონცერტები, თამაშები და ვიქტორინები: რა და სად გელოდებათ „ღამე მუზეუმში" >>

ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2017 წელს ამ პოსტზე არჩეული გოჩა მელაძე 2018 წლის 27 ოქტომბერს საკუთარი სურვილით გადადგა.

ხულოს რაიონში 24,1 ათასი ამომრჩეველია. მათთვის ცესკო 54 საარჩევნო უბანს გახსნის.

ხულოს მერის პოსტზე არჩევის სურვილი 12-მა კანდიდატმა გამოთქვა.

პოლიტოლოგების თვალსაზრისით, ძირითადი ბრძოლა წარიმართება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ შორის, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.

ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ცესკო ოპოზიციას საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

© photo : Vakhtang Beridze / FB ვახტანგ ბერიძე
საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ხულოს მერობის მთავარი კანდიდატები - Sputnik საქართველო
ვახტანგ ბერიძე

 „ქართული ოცნებიდან“ ხულოში კენჭს იყრის ვახტანგ ბერიძე. ადგილობრივები მას იცნობენ - 2018 წელს ის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ კი მერის პირველი მოადგილე გახდა. მელაძის გადადგომის შემდეგ მერის მოვალეობის შემსრულებელი სწორედ ბერიძე გახდა.

© photo : Irakli Jorbenadze / FB ირაკლი ჯორბენაძე
საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ხულოს მერობის მთავარი კანდიდატები - Sputnik საქართველო
ირაკლი ჯორბენაძე

მისი ოპონენტია კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძე. მასაც კარგად იცნობენ ხულოელები. ის საკრებულოს დეპუტატია ენმ-ის ფრაქციიდან.

მოკლედ რაიონის შესახებ

ბოლო დროს ხულო თავისი ისტორიული ძეგლებისა და მშვენიერი ბუნების წყალობით სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. 2018 წელს ხულოში ტურიზმის 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

© photo : courtesy of Faig Huseynovსაბაგირო ხულოში
საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ხულოს მერობის მთავარი კანდიდატები - Sputnik საქართველო
საბაგირო ხულოში

 

ყველა ახალი ამბავი
0