„პოლიცია რეაგირებას მოახდენს“ - შსს მოსახლეობას არჩევნების წინ აფრთხილებს

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არჩევნების დღეს შსს საჭიროების შემთხვევაში საპოლიციო ძალებს ერთი რაიონიდან მეორეში გადაანაწილებს

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვირას, 19 მაისს, არჩევნებზე წესრიგის უზრუნველყოფის და ყველა შესაძლო დამრღვევის დასჯის პირობას დებს.

ცესკო ოპოზიციას საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს >>

საქართველოში კვირას მთაწმინდის რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამავე დღეს ჩატარდება  საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში. ამასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

„საარჩევნო პროცესების დროს პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს. პოლიცია არავის მისცემს სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას და არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი“, - ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტრო მოუწოდებს არჩევნების ყველა მონაწილეს კანონის ფარგლებში იმოქმედოს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„არავის შერჩება“ – ბახტაძე არჩევნების წინ დაპირისპირებულ მხარეებს აფრთხილებს

„მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიციის ძალები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში გადანაწილდება.

„საჭიროების მიხედვით, ამ პერიოდში მოხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბახტაძე: ფული უნდა დაიხარჯოს არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის >>

პოლიტიკური ექსპერტების თვალსაზრისით, არჩევნების დღეს თბილისში მშვიდი სიტუაცია იქნება, მაგრამ რეგიონებში „გრადუსის“ მომატება მოსალოდნელია. არ არის გამორიცხული, რომ ყველაზე მწვავე სიტუაცია იქნება ზუგდიდის რაიონში, სადაც მერის პოსტზე კენჭს იყრის საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.

ზუგდიდში ვნებათაღელვა უკვე ერთი კვირის განმავლობაში არ ცხრება. ცენტრალური ტელეარხების ყველა საინფორმაციო გამოშვებაში გადის ხმაურიანი გარჩევების კადრები ხან ქუჩაში, ხან საკრებულოში, ხან საოლქო საარჩევნო კომისიაში. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0