ხორავას ქუჩის საქმე: ერთი მოზარდი დამნაშავედ ცნეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლო სასჯელის ზომას მომავალ კვირას გამოაცხადებს

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი დ.გ., რომელსაც ბრალად ედებოდა  16 წლის მოზარდების – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში ცრუ ჩვენებების მიცემა, დამნაშვედ ცნო, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ სასამართლოში.

სარალიძე და დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი გახდნენ.

სასამართლო განაჩენს 22 მაისს გამოაცხადებს. ამ დროისთვის დ.გ. თავისუფალია.

მოზარდების მკვლელობის საქმე: მირზა სუბელიანი დამნაშავედ ცნეს>>>

დ.გ. საქმის ხელმეორედ გამოძიების ფარგლებში 2018 წლის ივნისში დააკავეს, 2019 წლის იანვარში კი იგი 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლიდ გათავისუფლდა.

რაც შეეხება უშუალოდ დადუნაშვილისა და სარალიძის მკვლელობას, აღნიშნულ საქმეზე ორი არასრულწლოვანია დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 31 მაისს ერთ-ერთი მათგანი დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მეორე – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. სარალიძის მკვლელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. 

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორს შეხვდა

ამ დროისთვის მოზარდების მკვლელობის საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

დავით სარალიძის მამამ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მისი ვერსია იმის შესახებ, რომ საქმეში სხვა ადამიანები მონაწილეობდნენ, თუმცა, პროკურატურა თვეების განმავლობაში იგნორს უწევდა მის განცხადებას.

იმ პერიოდიდან ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე გაშლილია კარვები.

აქცია რაღაც დროით შეწყდა, ვიდრე საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობდა. თუმცა, იმის გამო, რომ კომისიის წევრებმა – ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა – ვერ მოახერხეს საქმის მასალების შესწავლასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება, სარალიძე კვლავ ქუჩაში გამოვიდა.

აჟიოტაჟის ფონზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის ახალი გამოძიებით დაკავდა, რომლის ფარგლებშიც, დ.გ.–თან ერთად, კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. ერთ–ერთი მათგანი მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი დააკავეს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილიც სისხლიანი გარჩევის მონაწილე იყო.

ყველა ახალი ამბავი
0