თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისიდან 59 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 16:34 საათზე დაფიქსირდა.
ცენტრის ინფორმაციით, 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი წალკიდან 16 კილომეტრში და სოფელ ფარავნიდან 7 კილომეტრში მდებარეობდა, სიღრმე კი 10 კმ იყო.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
წალკასთან მიწისძვრა გუშინ, თბილისის დროით 15:08 საათზეც მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.