„ოქროს კოშკები": ქართული კომპანია ქვემო ქართლში ოქროს მოპოვებას იწყებს

© photo: Sputnik / G. Kolosov / გადასვლა მედიაბანკშიოქროს მოპოვება
ოქროს მოპოვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიამ ოქროს შესწავლა-მოპოვების პროცესში 2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ქართული კომპანია „თედა“ სოფელ ხაჩკოის ტერიტორიაზე (წალკის მუნიციპალიტეტი) ოქროს შესწავლა-მოპოვებით დაკავდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღისეულის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომპანიამ შესაბამის ელექტრონულ აუქციონზე გაიმარჯვა და 20 წლის ვადით ლიცენზია მიიღო, რისთვისაც „თედამ“ 17,9 ათასი ლარი გადაიხადა.

აუქციონის პირობების თანახმად, კომპანია „თედამ“ სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების და მეთოდიკის შესაბამისად, მკაცრი გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინებით უნდა აწარმოოს. 

ოქროს მოპოვება - Sputnik საქართველო
ოქროს ციებ-ცხელება ქართულად: გამოცხადდა აუქციონი ოქროს მოპოვებაზე

კომპანიისთვის წაყენებული მთავარი პირობა მინიმუმ 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და საქართველოს არანაკლებ 30 მოქალაქის დასაქმებაა.

საქართველოში ოქროს მოპოვებას უძველესი დროიდან ეწეოდნენ. საკმარისია არგონავტების შესახებ ლეგენდის გახსენებაც, რომლებმაც საბერძნეთიდან იასონის მეთაურობით კოლხეთში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად იმოგზაურეს. კოლხები ოქროს მოსაპოვებლად ცხვრის ტყავს იყენებდნენ. ოქროს ნაწილაკები ტყავის ზედაპირზე რჩებოდა, შემდეგ ტყავს წვავდნენ, ხოლო ფერფლს ცხრილავდნენ.

საქართველოში ამჟამად ოქროს სოფელ კაზრეთში მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ბაზაზე არსებულ ქარხანაში აწარმოებენ. ეს ძვირფასი მეტალი ქვეყნის ათ ძირითად საექსპორტო პროდუქტებს შორისაა. 2018 წელს დამუშავებულმა და ნახევრადდამუშავებულმა ოქრომ ექსპორტის მთლიანი მოცულობის 2,1% შეადგინა. წლის განმავლობაში ქვეყნიდან დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ექსპორტი განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0