რუსული თანამგზავრების სქემა გასაჯაროებულია: ინტერნეტით საიდუმლო დოკუმენტაცია გავრცელდა

© Photo: courtesy of Politkuhnyaინტერნეტი
ინტერნეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამგზავრების გაშვების თარიღებისა და აპარატების რაოდენობის ნახვა შესაძლებელია სააქციო საზოგადოება „სატურნის“ პრეზენტაციაში, რომელიც „როსკოსმოსის“ დაქვემდებარებაში შედის.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ინფორმაცია რუსული კოსმოსური აპარატების შესახებ, რომელთა შექმნისა და გაშვების თაობაზეც მანამდე არაფერი იყო ცნობილი, ინტერნეტშია განთავსებული და მისი ნახვა თავისუფლად შეიძლება, აცნობა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს აღნიშნული თანამგზავრების ცალკეული ელემენტების მწარმოებელმა კომპანიამ. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალების შექმნის ბრძანებას მოაწერა ხელი

თანამგზავრების, საცდელ-საკონსტრუქტორო ნამუშევრებისა და მათი ავტორების დასახელებები, ასევე გაშვების თარიღებისა და აპარატების რაოდენობის ნახვა შესაძლებელია სააქციო საზოგადოება „სატურნის“ პრეზენტაციაში, რომელიც „როსკოსმოსის“ დაქვემდებარებაში შედის.

ის ფაქტი, რომ აღნიშნული პრეზენტაცია, რომელიც სადომენო ზონა ru-ს ერთ-ერთ საიტზეა გამოქვეყნებული, ნამდვილია, თავად „სატურნის“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

„ის უკანონოდაა გამოქვეყნებული. ეს საკონფერენციო დანიშნულების ინფორმაციაა და არ უნდა გასულიყო [საჯარო სივრცეში]“, – განუმარტა სააგენტოს „სატურნის“ მთავარმა კონსტრუქტორმა სერგეი ლიხონოსოვმა.

მისი თქმით, კომპანია აუცილებლად გაატარებს შესაბამის ზომებს დოკუმენტაციის გამომქვეყნებლის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სააქციო საზოგადოება „სატურნი“ რუსეთის სტრატეგიულ საწარმოთა ჩამონათვალში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0