კონცერტები, თამაშები და ვიქტორინები: რა და სად გელოდებათ „ღამე მუზეუმში"

© photo: Sputnik / Stringerცისფერი გალერეა
ცისფერი გალერეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება საერთაშორისო აქციას „ღამე მუზეუმში“ – 18 მაისის 21:00 საათიდან 01:00 საათის ჩათვლით დამთვალიერებელი თბილისისა და საქართველოს რეგიონების მუზემებს უფასოდ დაათვალიერებს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. აქცია „ღამე მუზეუმში", რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, პირველად 1997 წელს ჩატარდა. საქართველო პროექტს 2015 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ყოველწლიურად მონაწილეობს აქციაში.

აქციის პროგრამაში ყველა ასაკის დამთვალიერებლისთვის დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამები, ლექციები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული და მუსიკალური წარმოდგენები და სხვადასხვა ღონისძიებები.

პროექტი ხორციელდება მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის ICOM Georgia-ს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. აქციაში მონაწილეობს ქვეყნის ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა მუზეუმი.

ეროვნული მუზეუმის პროგრამა

ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი (შოთა რუსთაველის გამზირი, 3)

21:00 - 00:00 – დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება;

21:00 - 23:00 – შემეცნებითი თამაშები და აქტივობები მუზეუმის ფოიეში;

22:00 - 22:45 – ეზო: საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა ანსამბლი "შვიდკაცა" (ხელმძღვანელები დავით ნოზაძე და ნიკოლოზ კირვალიძე);

23:00 - 00:00 – ეზო: საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვოკალურ- ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური" (ხელმძღვანელი გურამ ჯაიანი);

21:00 - 22:30 – ფოიე: მგალობელთა გუნდი (ხელმძღვანელი მიხეილ ედიშერაშვილი);

21:00 - 00:00 – კოსტიუმირებული პერფორმანსი და ფოტოსესია „მითოლოგიური ღამე მუზეუმში";

დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (შოთა რუსთაველის გამზირი, 11)

21:00 - 01:00 – დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება;

22:00 и 23:00 – ექსკურსია გიდის თანხლებით;

21:30 - 22:30 – საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი "სი-მი" (ხელმძღვანელი ელენე ცარციძე);

22:00 - 23:00 – შემეცნებითი თამაშები და აქტივობები

ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა" (სიონის ქუჩა, 8)

19:00 – კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენა;

21:00 - 01:00 – დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება;

21:00 - 22:30 – საგანმანათლებლო პროგრამა „მუზეუმი – ჯადოსნური სამყარო";

21:00 - 22:30 – ქართული ცეკვის სახალხო დამსახურებული ანსამბლი „ეგრისი" (ხელძღვანელი გიორგი ფილიშვილი).

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი (ლ. ქიაჩელის ქუჩა, 12)

21:00 - 00:00 – მუზეუმის დათვალიერება;

21:00 - 22:30 – მუსიკალური სკოლა „მუსიკალური ათწლედის" მოსწავლეების გამოსვლა.

სიღნაღის მუზეუმი (შოთა რუსთაველის ჩიხი, 8)

21:00 – 01:00 – მუზეუმის დათვალიერება;

21:00 – ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი;

21:15 – შემეცნებითი ვიქტორინა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ;

22:00 – პოეზიის საღამო

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი (მესტია, ა. იოსელიანის ქუჩა, 7)

21:00-01:00 – მუზეუმის დათვალიერება;

21:00 – სვანური ხალხური სიმღერების კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის შესრულებით;

21:30 – დოკუმენტური ფილმის ჩვენება;

22:00 – ქალაქური სიმღერების ანსამბლი „ირინოლა".

სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი (ახალციხე, ხარისჭირაშვილის ქუჩა, 11)

21:00-01:00 – სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის დათვალიერება;

21:00 – სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა – „მე და ფიროსმანი".

ყველა ახალი ამბავი
0