ცნობილმა პოეტმა და ბლოგერმა ანა ეგოიანმა „Sputnik–საქართველოს“ პროექტში მიიღო მონაწილეობა

© Sputnik / Alex Shlamovანა ეგოიანი
ანა ეგოიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა ეგოიანმა ძველი თბილისის ქუჩებში გაისეირნა და თბილისისადმი მიძღვნილი ევგენი ევტუშენკოს ლექსი წაიკითხა.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ცნობილმა რუსმა ბლოგერმა ანა ეგოიანმა ექსკლუზიურად „Sputnik–საქართველოსთვის“ თბილისის შესახებ საიმიჯო კლიპის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა. ვიდეოში ანა თბილისის ისტორიულ ცენტრში – ლეღვთახევში სეირნობს და თბილისური აივნების ფონზე კითხულობს ევგენი ევტუშენკოს ცნობილ ლექსს „ჩემი თბილისი“.

В Тбилиси есть особенная прелесть, на этот город звезды засмотрелись... – სტრიქონები, რომელთაც ანა დიდი სიყვარულითა და მოწიწებით კითხულობს ვიდეოკლიპში.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ „Sputnik–საქართველოს“ საინტერესო პროექტში – თბილისის შესახებ ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ლექსის წაკითხვა. იმედი მაქვს, პორტალის მკითხველს და ვიდეორგოლის მაყურებელს ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი მოეწონება“, – განაცხადა ანა ეგოიანმა.

პროექტ „Sputnik–საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „ანა ეგოიანი მაყურებელს ნამდვილად აღაფრთოვანებს პოეტური ნაწარმოების კითხვის თავისებული მანერით. მის მიერ წაკითხული ევგენი ევტუშენკოს ლექსი კი თბილისის განუმეორებელ ატმოსფეროს გადმოსცემს. „Sputnik–საქართველოს“ მიერ შექმნილი ვიდეო ამ ტურისტულ სეზონზე შეიძლება გახდეს ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი და გაახაროს თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები“.

თბილისის შესახებ ვიდეორგოლის გადაღებებთან ერთად ანა ეგოიანმა „Sputnik–საქართველოს“ პროექტ „უცხოელის თვალით დანახული საქართველოს“ ფარგლებში სააგენტოს ინტერვიუ მისცა და თბილისის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. ინტერვიუს წაკითხვა შესაძლებელია ორშაბათს, 20 მაისს.

„Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ამ დროისთვის საქართველოში ინტერნეტ-მედიის ლიდერია*. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში.

Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში“ 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

  Liveinternet–ის 2019 წლის 1 მაისის მონაცემებით

 

ყველა ახალი ამბავი
0