ხანძარი ბორჯომის ხეობაში - ცეცხლთან ბრძოლაში ვერტმფრენი ჩაერთო

© photo: Emergency Management Service / FBხანძარი ბორჯომის ხეობაში
ხანძარი ბორჯომის ხეობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ორი კერის ჩაქრობაში 150-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, შერეული ტყე იწვის - ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ადგილზე მუშაობს 150-მდე მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ერთბაშად ხანძრის ორი კერის ჩაქრობას ცდილობენ. რთული რელიეფის გამო კერებთან მიახლოებას ვერ ახერხებს სახანძრო ტექნიკა, ამიტომ ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო.

ხანძარი ტყეში, ხაშურის რაიონში - Sputnik საქართველო
ხანძარი გუდამაყრის ხეობაში ჩააქრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ხდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში გაჩნდა. მას ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. სპეციალისტების მონაცემებით, ხანგრძლივი ხანძრების შედეგად, ასობით ჰექტარი უნიკალური ტყე განადგურდა. ტყის ხანძრების დროს ვითარება მთიანმა რელიეფმა, ქარმა და კლიმატურმა პირობებმა გაართულა. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება აღმოუჩინეს თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარუსმა. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.

ყველა ახალი ამბავი
0