ვიდეოსახელოსნო და შემოქმედებითი სტარტაპები: საქართველოში ინოვაციური ჰაბი შეიქმნა

© photo: CCA-Tbilisi / FBთანამედროვე ხელოვნების ცენტრი „თბილისი“
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „თბილისი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბი“ არის ინტერდისციპლინური პროექტი, რომელიც პროფესიონალებს ერთ ფიზიკურ სივრცეში გააერთიანებს

თბილისი, 14 მაისი - Sputnik. საქართველოში პირველი „ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბი“ შეიქმნა - ორგანიზაცია ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის, ინოვაციური იდეებისა და პროექტების განვითარებას, იუწყება პირველი არხი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბი“ არის ინტერდისციპლინური პროექტი, რომელიც პროფესიონალებსა და საქართველოს სხვადასხვა შემოქმედებით და ინდუსტრიულ კომპანიას ერთ ფიზიკურ სივრცეში გააერთიანებს.

ეკო-განვითარება პატარებისთვის: რატომ უნდა ვუყიდოთ ბავშვს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები >>

„ჰაბი გააერთიანებს ორგანიზაციებს სხვადასხვა სფეროდან - სახვითი ხელოვნებიდან, ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრიიდან, არქიტექტურიდან, დიზაინიდან, ხელობიდან, გასტრონომიიდან, კულინარიული მრეწველობიდან და სხვ.“, - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

ჩიფსები - Sputnik საქართველო
საქართველო ვაშლის ჩიფსების ექსპორტს ჩინეთში განახორციელებს

ჰაბი თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის შენობაში განთავსდება. დოკუმენტი აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ „თბილისის“ ცენტრსა და კომპანია „აჭარა გრუპს“ შორის ორშაბათს, 13 მაისს გაფორმდა.

ახალ სივრცეში გაიხსნება საგამოფენო მულტიფუნქციური სივრცე, მოედანი ბავშვების განვითარებისთვის, ვიდეოსახელოსნო, შემოქმედებითი სტარტაპები, სხვადასხვა სახელოსნო და ბიბლიოთეკაც კი.

აღვნიშნავთ, რომ „ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბი“ არის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის პროექტი. იგი ხორციელდება კომპანია „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოცხადებული შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების კონკურსის ფარგლებში, რომლის გამარჯვებულიც ცენტრი გახდა.

ქართული სტარტაპი: საცხოვრებელი სახლები საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი გახდება >>

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „თბილისი“ არის დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია. იგი ხელს უწყობს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. ცენტრი ქართველ და უცხოელ მხატვრებს ეხმარება, ეფექტურად წარუდგინონ ადგილობრივ და უცხოელ აუდიტორიას შემოქმედებითი პროდუქცია.

ყველა ახალი ამბავი
0