„ღამის საქართველო ჩვენია!“ - რუსმა რეჟისორმა „ბასიანში" ჩატარებულ რეიდებზე ფილმი გადაიღო

© Facebook / BASSIANIდიჯეი ღამის კლუბ "ბასიანში"
დიჯეი ღამის კლუბ ბასიანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმ Raving Riot-ის პრემიერა მოსკოვში ზაფხულის დასაწყისში Beat Film Festival -ზე გაიმართება.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ახალგაზრდა რუსმა რეჟისორმა სტეპან პოლივანოვმა 2018 წლის 12 მაისს თბილისის ღამის კლუბ „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებული ანტინარკოტიკული პოლიციური რეიდების თემაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

სტუდია Stereotactic-ის ფილმის სახელწოდებაა Raving Riot, მისი პრემიერა მოსკოვში, 6 ივნისს, Beat Film Festival-ზე გაიმართება.

როგორც „Sputnik საქართველოსთან" ფილმის რეჟისორმა სტეპან პოლივანოვმა განაცხადა, აღნიშნული პროექტის იდეით ძალიან გაუმართლა - იგი მასთან, ფაქტობრივად, თავად მივიდა.

დიჯეი DVS1 - Sputnik საქართველო
ამერიკელი დიჯეი კლუბ "ბასიანის" რეზიდენტი გახდა

„ჩვენი გადამღები ჯგუფი რეიდების დროს თბილისში სულ სხვა საქმეებთან დაკავშირებით იმყოფებოდა და როდესაც პროტესტი დაიწყო, ჩვენ მოვლენების შუაგულში აღმოვჩნდით და მივხვდით, რომ ამის გამოტოვება არ შეიძლებოდა. პარლამენტთან ორი დღის განმავლობაში მთლიანი ექსკლუზიური მასალა გადავიღეთ, შემდეგ კიდევ ორი თვე დავყავით საქართველოში და სხვა დანარჩენი გადავიღეთ", - განაცხადა პოლივანოვმა.

Beat Film Festival — ახალი კულტურის შესახებ დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც მოსკოვში 2010 წლიდან ყოველწლიურად მაისის დასაწყისში ტარდება.

შეგახსენებთ, თბილისში პოლიციამ ნარკომოვაჭრეების დაკავების მიზნით სპეცოპერაცია 12 მაისს, ღამის პირველ საათზე, ერთბაშად ხუთ კლუბში დაიწყო — „ბასიანში", „გალერიში", „ხიდზე", „მტკვარზე" და „როკიტში". დააკავეს რვა ადამიანი. აღნიშნული რეიდები მრავალრიცხოვანი აქციის მიზეზი გახდა, რომელიც „ტუსოვშიკებმა" 12-13 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელების ქმედებები გააპროტესტეს და ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება მოითხოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0