ქართველი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალთან თამაშისთვის ემზადება

© FB / Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი და რაფაელ ნადალი
ნიკოლოზ ბასილაშვილი და რაფაელ ნადალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სერბი ჩოგბურთელი ორ სეტში დაამარცხა

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგით მე-18 ნომერი) რომში მიმდინარე „მასტერსის“ სერიის ტურნირის მესამე წრეში გავიდა.

Internazionali BNL d'Italia-ს მეორე რაუნდში ბასილაშვილმა, რომელიც რომში მე-14 ნომრად იყო განთესილი, სერბ ლასლო დიერეს (32) ორ სეტში მოუგო - 7:5, 6:4. მატჩი თითქმის საათნახევარს გაგრძელდა.

ქართველი ჩოგბურთელი ქალი პორტუგალიის ტურნირის გამარჯვებულია >>

შეხვედრის პირველი პარტია იყო დაძაბული და ორივე ჩოგბურთელის მიერ დაშვებული შეცდომებით იყო სავსე. ზედიზედ ოთხ გეიმში, მესამედან მეექვსემდე, ჩოგბურთელებმა თავისი ჩაწოდება ვერ აიღეს და ორ-ორი ბრეიკი გააკეთეს.

გარდატეხა მოხდა მე-11 გეიმში, როდესაც დიერე ნერვებს აჰყვა და თავისი ჩაწოდება მესამედ დათმო. ბასილაშვილმაც ამით ისარგებლა და სეტი ანგარიშით 7:5 მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა ჩოგბურთელმა რომის „მასტერსზე“ პირველი მატჩი მოიგო

მეორე პარტიის საკვანძო მომენტი გახდა მეხუთე გეიმი, როდესაც სერბმა ჩოგბურთელმა კვლავ შეცდომა დაუშვა და მეტოქეს მორიგი ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა. ამის შემდეგ ბასილაშვილი თავის ჩაწოდებაზე დამაჯერებლად მოქმედებდა და შეხვედრა მეორე მატჩ-ბოლით მოიგო.

ჩოგბურთელებს შორის პირადი შეხვედრების ანგარიში დიერეს სასარგებლოდ 2:1 გახდა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 64 ათასი ევრო გამოიმუშავა. დიდი ალბათობით, АТР-ს განახლებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი რამდენიმე პოზიციით დაწინაურდება.

ქართველი ჩოგბურთელი АТР-ს რეიტინგში ჩამოქვეითდა >>

რომის „მასტერსის“ მეოთხედფინალში ბასილაშვილი ჟერემი შარდი (საფრანგეთი) - რაფაელ ნადალის (ესპანეთი) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ესპანელი რომის ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.

Internazionali BNL d'Italia 19 მაისამდე გასტანს, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 5 მილიონ 207 ათას ევროს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0