ლევან გორგაძემ იაპონიაში მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

© photo: AFP 2020 / JIJI PRESSლევან გორგოძე - ტოჩინოშინი
ლევან გორგოძე - ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ ტურნირზე დაკარგული ტურნირის დასაბრუნებლად ქართველმა სპორტსმენმა 15-დან ათი ბრძოლა უნდა მოიგოს

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ზაფხულის ნაცუ ბაშოზე იაპონიაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა ძალისმიერი მიწოლით აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმის მოუგო.

A post shared by Sportmiambe (@sportmiambe1) on

გასულ ტურნირზე, გაზაფხულის ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა და შეჯიბრება უარყოფითი ბალანსით 7-8 დაასრულა. დაკარგული ტიტულის დასაბრუნებლად ზაფხულის ნაცუ ბაშოზე გორგაძეს 15 ბრძოლაში 10 მოგება სჭირდება.

ამ ტურნირზე ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე გახდება დასავლეთის მესამე მაეგაშირა ტამავასი. პირად შეხვედრებში ქართველი სუმოისტი დამაჯერებლად ლიდერობს ანგარიშით 15:7.

ყველა ახალი ამბავი
0