ავარია თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე - დაშავებულია ხუთი ადამიანი

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიციის თანამშრომლები
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაგისტრალის გამყოფ ზოლზე ავარდა.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ფონიჭალაში სატვირთო ტრაილერმა ასაკოვანი ქალი გაიტანა

არსებული ინფორმაციით, ვაზ 2107-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაგისტრალის გამყოფ ზოლზე ავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0