რა უთხრა ვიტალი დარასელიამ იმ ისტორიული მატჩის წინ მეუღლეს და რატომ არ შეასრულა დაპირება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliვიტალი დარასელიას სპეციალური პრიზი
ვიტალი დარასელიას სპეციალური პრიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველებს ტრაგედია და სიხარული ერთნაირად გვაერთიანებს ხოლმე. დღეს 1981 წლის 13 მაისს გავიხსენებთ.

ჩვენ 1981 წლის 13 მაისს გავიხსენებთ. ამ დღეს საქართველოში ყველა, დიდიან-პატარიანად ამაყი და ბედნიერი იყო, თვით დიასახლისებიც კი, ვისაც ფეხბურთის არაფერი გაეგებოდა... რადგან ეს გამარჯვება მხოლოდ სპორტული არ იყო, ის ჩვენთვის ეროვნულ რანგში აყვანილი ისტორიული ფაქტი გახდა!..  ამიტომაც დიუსელდორფიდან ქართველი კომენტატორის, კოტე მახარაძის ფრაზა: „Представляю, что сейчас творится в столице Грузии! Ликует Тбилиси и вся страна!"- მთლად სპორტულად არ აღიქვა მაშინდელმა ნომენკლატურამ...

იმ დღეს მთელი მსოფლიო საბჭოთა იმპერიაში არსებული პატარა ერის შესახებ ასე აშკარად პირველად ალაპარაკდა!!! უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამომ“ გერმანიის საფეხბურთო გუნდს „კარლ ცაისს“ 2-1 მოუგო.

© photo: National Library of Georgiaვიტალი დარასელია მოედანზე
რა უთხრა ვიტალი დარასელიამ იმ ისტორიული მატჩის წინ მეუღლეს და რატომ არ შეასრულა დაპირება - Sputnik საქართველო
ვიტალი დარასელია მოედანზე

ეს ის დროა, როცა თბილისის „დინამოში“, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ მსოფლიო რანგის ფეხბურთის ვარსკვლავები თამაშობდნენ, გუნდს კი ისეთი გამორჩეული პროფესიონალი მწვრთნელი ჰყავდა, როგორიც ნოდარ ახალკაცი გახლდათ.

მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გადამწყვეტი გოლი ვიტალი დარასელიამ გაიტანა. ის ქართველებისთვის მარტო ფეხბურთელი არ ყოფილა... ამიტომაც 1982 წლის 13 დეკემბერს, ზესტაფონის გზაზე მისი ტრაგიკული დაღუპვა საქართველოში ყველას ტრაგედიად იქცა.

კიდევ ერთი ფაქტი: 2007 წელს, მისი დაღუპვიდან 25 წლისთავზე, ვეტერანმა ფეხბურთელებმა მის პატივსაცემად მატჩი გამართეს.

ჩვენთან საუბარში იმ ისტორიულ დღეს და ვიტალი დარასელიას ფეხბურთელის ქვრივი, ქალბატონი მარინა მამალაძე იხსენებს.

© photo: courtesy of Marina Mamaladze მარინა მამალაძე
რა უთხრა ვიტალი დარასელიამ იმ ისტორიული მატჩის წინ მეუღლეს და რატომ არ შეასრულა დაპირება - Sputnik საქართველო
მარინა მამალაძე

- ქალბატონო მარინა, თქვენ კლასელები იყავით. მართალია, რომ მან კარგად სწავლა თქვენს გამო დაიწყო?

- დიახ, მართალია, ჩვენ კლასელები ვიყავით. მე კარგად ვსწავლობდი. დედაჩემმა იცოდა ჩვენი ამბავი და სულ მეუბნებოდა: მაგისგან რა გამოვა, ხომ ხედავ? ხულიგანია და რა ცუდად სწავლობს! მე ვიტალის ვუსაყვედურე, რომ დედა სულ ასეთებს მეუბნება მეთქი შენზე. ამის მერე მან კარგად სწავლა დაიწყო, ძალიან ცდილობდა. მერვე, მეცხრე და მეათე კლასში უკვე კარგად სწავლობდა.

- იმ ისტორიული მატჩის მერე ან მანამდე რას ამბობდა?

- როცა ამ მატჩზე მიდიოდა, ასე მითხრა: თუკი მატჩს წავაგებთ მე უკან აღარ დავბრუნდები, უცხოეთში დავრჩებიო. ამდენი ვიწვალეთ და თუ არაფერი გამოვიდა უკან არ ჩამოვალო. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა? მაშინ ვსწავლობდი, დამთავრებული ჯერ არ მქონდა და თან ორი ბავშვით ხელში... ისეთი დრო იყო, როცა უცხოეთში მართლა ბევრი სპორტსმენი რჩებოდა.

© photo: National Library of Georgiaვიტალი დარასელია დავით ყიფიანთან და რამაზ შენგელიასთან ერთად მოედანზე
რა უთხრა ვიტალი დარასელიამ იმ ისტორიული მატჩის წინ მეუღლეს და რატომ არ შეასრულა დაპირება - Sputnik საქართველო
ვიტალი დარასელია დავით ყიფიანთან და რამაზ შენგელიასთან ერთად მოედანზე

- რეალურად თუ იყო ამის გამკეთებელი?

- პატარები ვიყავით, ვიტალი მაშინ 21 წლის იყო. ვერ ვიფიქრე, რომ ამას სერიოზულად არ ამბობდა, ეჭვი მქონდა, რომ მართლა დარჩებოდა. მატჩს დიდი ყურადღებით ვუყურებდი. როცა ანგარიში ფრე გახდა, ვიფიქრე, დამატებით დროში თუ წააგეს რა მეშველება მეთქი.

-  იმ დღეს სად იყავით, მატჩს სად ადევნებდით თვალს?

- მაშინ ჩვენ დიღომი ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით. მატჩი რომ მიდიოდა თბილისში  ღამე იყო. მახსოვს პატარა ვიტალი იმ ღამეს რატომღაც სულ ტიროდა და ძლივს დავაძინე. მე ფარდები გადაწეული მქონდა, რათა არავის ენახა სახლში რომ ვიყავით.

- რატომ? რის გეშინოდათ?

-საქმე ისაა, რომ ვიფიქრე, თუკი წავაგეთ, გულშემატკივრები ჩვენი სახლის წინ მოვარდებიან მეთქი. როდესაც ვიტალიმ ყველაზე მთავარი გოლი გაიტანა, გულზე მომეშვა და დავმშვიდდი.

-როცა ჩამოვიდა მის მუქარაზე თუ ჰკითხეთ?

- დიახ, როცა ჩამოვიდა ვკითხე: ის გოლი რომ არ გაგეტანა და წაგეგოთ, უცხოეთში მართლა დარჩებოდი მეთქი? რას ამბობ, ეგ როგორ იფიქრე, რა თქმა უნდა, არ დავრჩებოდიო.

© photo: courtesy of Marina Mamaladzeმარინა მამალაძე შვილებთან, ვიტალი დარასელიასა და ქრისტინა დარასელიასთან ერთად
რა უთხრა ვიტალი დარასელიამ იმ ისტორიული მატჩის წინ მეუღლეს და რატომ არ შეასრულა დაპირება - Sputnik საქართველო
მარინა მამალაძე შვილებთან, ვიტალი დარასელიასა და ქრისტინა დარასელიასთან ერთად

- თქვენი შვილიშვილი, პატარა ვიტალი თუ გააგრძელებს დიდი ბაბუის ტრადიციას?

- ის ახლა11 წლისაა და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მისგან ფეხბურთელი არ გამოვა!.. ამდენი ხანია რაც ფეხბურთზე დადის, სულ ორჯერ ვუყურე მის თამაშს და უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბიდან არაფერი გამოვა. იმედი მაქვს, სხვა სფეროში მიაღწევს წარმატებას.

- სამაგიეროდ თქვენმა ქალიშვილმა პროფესიონალურ დონეზე იცის ფეხბურთი...

-კრისტინა მართლაც, რომ იტყვიან, ფეხბურთის გიჟია. თან კარგად იცის ეს თამაში და ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს.

- დღეს ამ ისტორიულ ამბავს თუ აღნიშნავთ?

- დღეს რესტორან „ბაბილოში“ აპირებს „კრისტალ-ბეთი“, რომ იმ ხალხს მოუწყოს შეხვედრა, ვისაც ამ მატჩთან ჰქონდა შეხება. მიხარია, რომ ეს დღე არ ჰკარგავს აქტუალობას. როგორც 38 წლის წინ, ახლაც ახარებს ჩვენს გულშემატკივარს და იმედს უსახავს, რომ ქართულ ფეხბურთს ასეთი დრო ისევ დაუბრუნდება...

 

ყველა ახალი ამბავი
0