ქუთაისის აეროპორტში პოლონელ ტურისტს ნარკოტიკები უპოვეს

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულ ტურისტს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე პოლონეთის მოქალაქეს ნარკოტიკი აღმოუჩინეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
შოკისმომგვრელი „ოჯახური ბიზნესი“: თბილისში ცოლ-ქმარი ნარკოტიკებს შვილებთან ერთად ჰყიდდა

ტურისტი მებაჟე ოფიცრის ეჭვის საფუძველზე შეამოწმეს. ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილია ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (10 აბი ტრამალი).

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0