ნივთების სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება საკმაოდ სარისკოა, ამ შემთხვევაში კი რისკი საერთოდ არ იყო გამართლებული
ვიდეოდან გამომდინარე შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ სმარტფონები ბოთლის გასახსნელადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუმცა ერთჯერადად.
კადრებში ჩანს, როგორ ზის ორი მამაკაცი ერთმანეთის საპირისპიროდ და ლუდს მიირთმევს. ერთ-ერთმა მომდევნო ბოთლების გახსნა გადაწყვიტა, თუმცა ამისათვის ვერ მოიფიქრა უკეთესი მეთოდი, ვიდრე iPhone 7-ის გამოყენება გასახსნელის მაგივრად. პირველი ბოთლი საკმაოდ წარმატებით გაიხსნა, თუმცა ვიდეოს გმირმა დაუფიქრებლად აიღო მეორე ბოთლიც, რასაც მისი სმარტფონი შეეწირა და ბოთლის გაუხსნელი დარჩა.