საქართველოში ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღეს წელს პირველად ზეიმობენ

© photo: Sputnikმეტეხის ეკლესია
მეტეხის ეკლესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის 12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს პირველად ზეიმობს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ ითვლება, რომ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს.
მაგალითად, წმიდა სერაფიმე საროველი აცხადებდა, რომ სხვა ქვეყნები თუ დაიღუპებიან, ივერია, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვედრი, გადარჩებაო.
ვინ და რატომ შემოიღო ეს დღესასწაული

12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის  დღედ საქართველოს ეკლესიის  წმინდა სინოდის განჩინებით ჯერ კიდევ 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადა. 2019 წლის 8 მაისს კი საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად საქართველოში ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავენ.

ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად ორი ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ, დიდწილადაც განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია.

 „საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა  წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოღდდმსოდნდოვლენას და შესაბამისად ეროვნულ დღესასწაულს.. ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებლობისთვის მუდამ იყო არის და იქნება ქვეყნის  გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა ანუ იმედისა მშვიდობისა და კეთილდღეობის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას - იმედის დღე“-წერია განმარტებით ბარათში.

საქართველოს პარლამენტს 12 მაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივით მთვარობამ აპრილში მიმართა.

რატომ მიიჩნევა საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრად

გადმოცემის თანახმად, როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, საქართველო ღვთისმშობელ მარიამს შეხვდა. მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.

ანდრია პირველწოდებულმა მართალია იქადაგა საქართველოში ქრისტიანობა, მაგრამ ითვლება, რომ ანდრია მოციქული ღვთისმშობლის დავალებას ასრულებდა, ღვთისმშობლისთვის ხვდომილ საქმეს ასრულებდა ანუ საქართველოს საპატრიარქო ტახტი დედაღვთისას დადგენილია ანდრია პირველწოდებულის ხელით. ანუ საქართველოს ეკლესია ღვთისმშობლის მიერაა შექმნილი.

საინტერესოა, რომ წმიდა მოციქულთასწორი ნინოც ღვთისმშობლის მიერ არის გამოგზავნილი ივერიაში. ის სასწაულთმოქმედი ვაზის ჯვარიც, რომელიც უდიდესი სიწმიდეა ჩვენთვის, სიონის მთაზე გამოცხადებისას თავად ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა ნინოს აღნიშნული ჯვარი თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში ბრძანდება. აღსანიშნავია ისისც , რომ საქართველოშია  ღვთისმშოვლის კვართიც

როგორ აღმოჩნდა საქართველოში ღვთისმშობლის კვართი - ვერსიები

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელის შესახებ ქრისტიანულმა სამყარომ სულ 10-15 წლის წინ არაფერი იცოდა. ეს სასწაულის ტოლფასი საიდუმლო ზუგდიდში გაცხადდა: ღვთისმშობლის კვართი მისივე წილხვდომილ ქვეყანაში, კერძოდ, ზუგდიდის დადიანების სასახლის კედლებში ესვენა.

ეს ამბავი პირველად საზოგადოებას აუწყა საგანძურის მცველმა ლილი ბერაიამ.

ამ სიწმიდის საქართველოში მოხვედრის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.

ერთი ვერსიით  სიწმინდე მე-15 საუკუნის დასაწყისშია ჩამოტანილი იერუსალიმიდან.

იტალიელი მისიონერი, დონ კრისტოფორე დე კასტელი აღნიშნავს: „...უფლის დიდი დედა ხოფის მონასტერშია, სადაც ბერძნებმა მოიტანეს (სარკინოზების მიერ) კონტანტინეპოლის აღების შემდეგ“.

სიწმიდის  შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, რომელმაც ღვთისმშობლის კვართი ნახა მე-17 საუკუნეში. მან და მისმა მხლებლებმა სიწმინდეს თაყვანი სცეს და შემდგომ მის თარგზე აჭრეს ახალი კვართი, რომელიც კურთხევის შემდეგ დიდი სიხარულით წაასვენეს თავიანთ სამშობლოში.

ღვთისმშობლის კვართზე ინფორმაციუას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილიც: „...ხოფის ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა სასწაულ მოქმედი...“

 

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0