ქართველი ძიუდოისტი ტატამზე ტელეფონით გავიდა - კურიოზის ვიდეო

© Sputnik / STRINGERგრან-პრი ძიუდოში. მამაკაცები
გრან-პრი ძიუდოში. მამაკაცები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რადგან ტატამზე აკრძალულია რაიმე ნივთების შეტანა, სპორტსმენს ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ქართული წარმოშობის პორტუგალიელ ძიუდოისტ ანრი ეგუტიძეს ტატამზე ბრძოლის დროს კიმონოდან მობილური ტელეფონი გადმოუვარდა.

ქართველი სპორტსმენი ბაქოში „დიდი სლემის“ ტურნირის ეტაპში იღებდა მონაწილეობას.

თემურ ნოზაძე - Sputnik საქართველო
საქართველომ ბაქოში ძიუდოს ტურნირზე პირველი მედალი მოიპოვა

მეტოქემ და მსაჯმა მაშინვე დაინახეს ტატამზე დავარდნილი ტელეფონი და პორტუგალიელ ძიუდოისტს ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს. ძიუდოს წესების მიხედვით, ტატამზე აკრძალულია ნივთების შეტანა.

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ბაქოში ორი სატურნირო დღის შემდეგ ორი მედალი მოიპოვა: ტატო გრიგალაშვილმა 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აიღო, თემურ ნოზაძე (-60 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა.

გარდა ამისა, იაგო აბულაძემ, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობს, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0