თეკლა ეკალაძე პროექტ Ты супер!-ის ნახევარფინალში წარდგება

© photo: Sputnik / Evgeny Belousovშოუ "Ты Супер"-ის მონაწილე თეკლა ეკალაძე
შოუ Ты Супер-ის მონაწილე თეკლა ეკალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტ Ты супер!-ის ნახევარფინალის ნახვა ტელეარხ НТВ-ს ტელეეთერში და „Sputnik-საქართველოს“ ვებგვერდზეა შესაძლებელი

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ვოკალური პროექტის Ты Супер! ქართველი მონაწილე, თეკლა ეკალაძე პროექტის ნახევარფინალში 12 მაისს თბილისის დროით 21:10 საათზე იმღერებს.

პირველ ტურში ცხრა წლის თეკლამ ნინო ქათამაძის სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა. ჟიურის ყველა წევრმა დააჭირა მწვანე ღილაკს, ხოლო დარბაზმა ქართველ მონაწილეს მხარი აპლოდისმენტებით დაუჭირა.

საერთაშორისო კონკურსი Ты супер! - Sputnik საქართველო
მხარი დავუჭიროთ თეკლა ეკალაძეს - Ты супер!-ის ქართველ მონაწილეს

თეკლას ვიდეო Youtube-სა და სოციალურ ქსელებში ნახვებს აგროვებს. სოციალური ქსელების მომხმარებლები პატარა ქართველი გოგონას ნიჭით და არტისტიზმით აღფრთოვანებულები არიან.

„არაჩვეულებრივია!! მონუსხული ვუსმენდი. ძალიან გულისამაჩუყებელი და სულში ჩამწვდომი შესრულებაა“, - წერს Youtube-ში ილია კუზნეცოვი.

„ჯერ სიმღერა არ დაუწყია, მე კი სულ ეკალმა დამაყარა. და მთელი შესრულების დროს სულ უფრო მაყრიდა! ბრავო, პატარავ!“ - დაწერა მარინა მოროზოვმა.

„ვერ ვიჯერებ!“ - ქართველმა გოგონამ „Ты супер!“-ის სუპერსეზონის ჟიური გააოცა >>

„საინტერესოა, როგორ გაიჟღერებდა მისი ხმა ახალი ათონის მღვიმეებში?“ - წერს ალექსეი დემიდოვი.

„ანგელოზია, სული ხარობს, როდესაც ვუსმენ და ვუყურებ, ბედნიერებას გისურვებ, ძვირფასო თეკლა, უფალი გფარავდეს“, - დაწერა გალინა ბალიაკინამ.

პირველმა გამოსვლამ თეკლას დიდი გამოცდილება შესძინა. მისთვის ეს პირველი სერიოზული გამოსვლა იყო და ის, რა თქმა უდა, ძალიან ნერვიულობდა.

პროექტ Ты супер!-ის ნახევარფინალის ნახვა ტელეარხ НТВ-ს ტელეეთერში და „Sputnik-საქართველოს“ ვებგვერდზე ონლაინ-ტრანსლაციის დროს არის შესაძლებელი.

თეკლა შვიდი წლის ასაკში დაობლდა. სამი წლის ასაკში დაკარგა მამა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, ოთხი წლის შემდეგ თავის ტვინის ანევრიზმით მის თვალწინ დედა დაიღუპა. პროექტში Ты супер! გოგონას ახლავს მისი გამზრდელი ბებია - ლალი იმერლიშვილი.

ნანა ვარძელაშვილი სკოლასთან - Sputnik საქართველო
Ты супер!: როგორ ცხოვრობს ნანა ვარძელაშვილი

ტელეარხ НТВ-ზე დაიწყო საერთაშორისო ვოკალური პროექტის „Ты супер!“ მესამე სეზონი, რომელიც შეიქმნა იმ ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გასაღვივებლად და დასახმარებლად, ვისაც მშობლების მზრუნველობა მოაკლდა. საქართველო ამ პროექტში უკვე მეორეჯერ მონაწილეობს. პროექტის პირველ სეზონში საქართველოს წარმოადგენდა ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან.

საერთაშორისო კონკურსს „Ты супер!“ ატარებს ტელეკომპანია НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik რუსეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0