სამართალდამცველებმა 45 გრამამდე ჰეროინი ამოიღეს – ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე  ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik.  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს ინფორმაციაში. 

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 45 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8–დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0