რა მოთხოვნები წაუყენა ანაკლიის პორტის ინვესტორმა საქართველოს მთავრობას

გამოწერა
საქართველოს მთავრობას ინვესტორებთან  მოლაპარაკებების გზით კონსენსუსის მიღწევის იმედი აქვს

თბილისი, 11 მაისი - Sputnik.  საქართველოს ხელისუფლების მიერ  ანაკლიის პორტის ინვესტორის კრედიტებისა და კომერციული რისკების დაზღვევა ყველაზე რთული საკითხია, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

„არ არის კითხვები, არის პრობლემები" – ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პორტის შესახებ>>>

ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტის ინვესტორებმა საქართველოს ხელისუფლებას 8 პირობა წარმოუდგინეს, რომლებიც მიმართულია სახელმწიფოს უფლებების შემცირებაზე, კონსორციუმის მაქსიმალურ დაზღვევაზე, ასევე სახელმწიფოს მიერ კრედიტების დაზღვევაზე შემოსავლების შემცირების ან ინვესტორის რისკების ნებისმიერ შემთხვევაში.

 „საუბარი მიდის იმ მოთხოვნების შესახებ, რომელიც რვა პუნქტიდან შედგება. ეს ის საკითხები არ არის, რაზეც შეიძლება უპასუხო „ კი“ ან „არა“. ეს სამუშაო პროცესია“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

საქართველოს სამთავრობო უწყებები მსჯელობენ თუ რამდენად მისაღებია ეს პირობები. ცქიტიშვილის თქმით, ინვესტორთან სამუშაო შეხვედრები პერიოდულად ტარდება. 

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ცერემონია - Sputnik საქართველო
პრემიერი: ანაკლიის პორტი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

 „ესაა პოზიციები და პრინციპები, რომლებიც მოითხოვს განხილვას და სამუშაო შეხვედრების ფარგლებში თითოეული პუნქტი შეიძლება შეიცვალოს... მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ყველაზე რთული საკითხი სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორის კომერციული რისკების და კრედიტების სრული დაზღვევაა. მსგავსი პრეცედენტი ცოტაა, ამიტომ ჩვენ საკითხი უნდა განვიხილოთ  როგორც კონსორციუმთან, ისე ბანკებთან ერთად“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.

ვინ დააპროექტებს ანაკლიისკენ მიმავალ გზებს: ტენდერში ავსტრალიურმა კომპანიამ გაიმარჯვა>>>

პროექტს ახორციელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. ამჟამად კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

თებერვლის დასაწყისში გერმანულმა განვითარების ბანკმა DEG-მ და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა FMO-მ პორტის მშენებლობაში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს. კონსორციუმის მონაცემებით, ორი ევროპული ბანკის მიერ 600 მილიონი დოლარის ინვესტირების გადაწყვეტილების შემდეგ მშენებლობის პირველი ფაზისთვის აუცილებელი თანხა შეკრებილია.

პორტის ამოქმედება მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ – 2021 წლიდან იგეგმება.


 

ყველა ახალი ამბავი
0