Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაფერი არაფრისმთქმელი წერილით დაიწყო" – ნოეს და ჯანეტის სიყვარულის ისტორია

© photo: noesulaberidze / Instagram ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა ქართველმა წყვილმა – პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ და მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ერთგულ თაყვანისმცემლებს მათი გაცნობის ისტორია გაუზიარეს.

იმის მერე, რაც წყვილმა პირველი საერთო ფოტო გამოაქვეყნა, საზოგადოების მხრიდან მათი განხილვა არ წყდება.

აღმოჩნდა, რომ წყვილი ერთმანეთს 10 წელია იცნობს, მაგრამ გადაღებების გარდა უშუალო შეხება არასდროს ჰქონიათ. ყველაფერი ერთი თვის წინ დაიწყო.

„მე და ნოე დაახლოებით 10 წელია ერთმანეთს ვიცნობთ, საკმაოდ შორიდან და გამარჯობაც არ გვაქვს ერთმანეთისთვის ნათქვამი. მიუხედავად ამისა, ერთმანეთის პირადი ცხოვრება და კარიერული წარმატება ვიცოდით, თუმცა უშუალო კონტაქტი არ დაგვიმყარებია“, – თქვა ჯანეტმა Primeshow-ში.

მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ Instragram-ში ნოესგან „არაფრისმთქმელი“ წერილი მიიღო.

„პირველი, რაც გავიფიქრე, ალბათ გადაცემაში უნდა მიმიწვიოს–მეთქი. მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში და ჩამეკითხა, თუ როდის ვბრუნდები“.

როგორც ჯანეტი ჰყვება, მიმოწერიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, მაგრამ მეორე დღეს მოუწია დაბრუნება. და სწორედ პირველი შეხვედრიდან იწყება მათი ვარსკვლავური სიყვარულის ისტორია.

„მეგობრებთან ერთად მეორე დღეს ევროპაში მივემგზავრებოდი და ნოემ მითხრა, იქნებ მე გაგაცილოო. და მანდ მივხვდი, რომ ჩვენ შორის რაღაც ხდება“, – აღნიშნა ჯანეტმა.

ნოე სულაბერიძე გამოტყდა, რომ გარეგნობასთან ერთად ჯანეტის უბრალოებასა და პოზიტივს, მუდამ მომღიმარ სახეს მიაქცია ყურადღება და ამან მოხიბლა.

ერთ-ერთმა ყველაზე ჰარმონიულმა წყვილმა აღნიშნა, რომ სურთ სამი შვილი ჰყავდეთ და ბედნიერებას ანიჭებთ ხალხის პოზიტიური გამოხმაურებები.

ჯანეტისთვის ეს პირველი ქორწინებაა, ხოლო ნოე სულაბერიძე ორჯერ იყო დაოჯახებული. მეორე მეუღლეს, ტელეწამყვან ეკა სამხარაძეს ის 2014 წელს დაშორდა. ნოე სულაბერიძეს ორი შვილი – ქალ-ვაჟი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0