ჩვილის პირველად ხელში აყვანაზე პატარას საოცარი რეაქცია – ვიდეო

© Pixabay / marvelmozhkoბავშვი კალათში
ბავშვი კალათში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში

ბავშვები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

როგორც წესი, გოგონებს უხარიათ და სიხარულისგან ყვირიან ჩვილი ბავშვების დანახვაზე, მაგრამ ამ პატარას ემოციები მის სათქმელს სიტყვების გარეშე ამბობენ.

კადრებში ჩანს, როგორ ზის ბავშვი სავარძელში, მარცხნივ და მარჯვნივ დედა და ბებია უსხედან. გოგონას სახის გამომეტყველება ყველაფერს გვეუბნება – ის რაღაცით უკმაყოფილოა და ერთ წერტილს არის მიჩერებული. როდესაც მისთვის ჩვილის მიწოდებას ცდილობენ, გოგონა სახეს არ იცვლის და ძალიან უკმაყოფილო გამომეტყველებით იხედება სადღაც, შემდეგ კი მზერას უმცროს ძმას აპყრობს. მის სახეზე ვერ დაინახავთ ვერავითარ ემოციას! დიახ, ეს ვიდეო არ ეკუთვნის მათ რიცხვს, სადაც გოგონები სიხარულისგან ხტუნავენ და ყვირიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0