აქცია, კონტრაქციები და დაკავებები: ხმაურიანი 9 მაისი თბილისში

© Sputnik / Alex Shlamovვაკის პარკი გამარჯვების დღე
ვაკის პარკი გამარჯვების დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაკის პარკთან და თავად პარკში, სადაც ყოველი წლის 9 მაისს ტრადიციულად იკრიბებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა და ასევე რამდენიმე კონტრაქცია ჩატარდა.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ვაკის პარკთან, სადაც დღეს ფაშიზმზე გამარჯვების სადღესასწაულო ღონისძიებები ტარდებოდა, ხუთი ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

9 მაისის აქცია - Sputnik საქართველო
პოლიციამ 9 მაისის აქციების სამი მონაწილე დააკავა: რა ვითარებაა ვაკის პარკში

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია სამი ადამიანის დაკავების თაობაზე. 

დილიდან ვაკის პარკთან და თავად პარკში, სადაც ყოველი წლის 9 მაისს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ტრადიციულად იკრიბებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა და ასევე რამდენიმე კონტრაქცია ჩატარდა.

კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ვაკის პარკთან დილიდან იყო მობილიზებული პოლიცია. შსს-მ ჯერ კიდევ გუშინ გააფრთხილა მხარეები, დაეცვათ კანონი, მაგრამ წესრიგის დამრღვევები მაინც გამოჩნდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულთაგანი „უკვდავი პოლკის“ წევრი, 50 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც „თავისუფლების ქარტიის“ დარღვევაში ედება ბრალი. მამაკაცს ხელში დიდი საბჭოთა დროშა ეჭირა ხელში.

© Sputnik / Alex Shlamov9 მაისი ვაკის პარკში
აქცია, კონტრაქციები და დაკავებები: ხმაურიანი 9 მაისი თბილისში - Sputnik საქართველო
9 მაისი ვაკის პარკში

აღსანიშნავია, რომ კანონი „თავისუფლების ქარტია“ კრძალავს კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებას და იდეოლოგიების პროპაგანდას.

ყველა დანარჩენი დაკავებული კონტრაქციების მონაწილე იყო. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ ბრალი.

სამართალდამცველებმა ისინი ხელწერილით გაათავისუფლეს, ხოლო საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0