მოსკოვში ჟურნალისტი სერგეი დორენკო გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიჟურნალისტი სერგეი დორენკო
ჟურნალისტი სერგეი დორენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ჟურნალისტი მოტოციკლს მართავდა, ცუდად გახდა და წაიქცა

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ჟურნალისტი სერგეი დორენკო მოსკოვში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაიღუპა, იუწყება ტელეარხი ren.tv.

ევგენი კრილატოვი - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი ევგენი კრილატოვი გარდაიცვალა

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დორენკო მოტოციკლს მართავდა და მოულოდნელად წაიქცა. წინასწარი მონაცემებით, ჟურნალისტმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ეს ავარიის მიზეზი გახდა.

„სერგეი დორენკო მოსკოვში გარდაიცვალა. მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ყოფილა. ის მოტოციკლს მართავდა, მაგრამ ბუნებრივი მიზეზით გარდაიცვალა“, - უამბო РИА Новости-ს წყარომ სამედიცინო წრეებიდან.

სერგეი დორენკო რადიოსადგურ Говорит Москва-ს მთავარი რედაქტორი იყო. ის 1959 წელს ქერჩში დაიბადა. 1982 წელს მოსკოვში ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტი დაამთავრა. რუსეთის ტელეარხებზე (ВГТРК, РТР და НТВ) მიმომხილველი და წამყვანი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0