ბათუმში ათობით ათასი აბონენტი გაზის გარეშეა დარჩენილი

© photo: Sputnik / Stringerგაზის ქურა
გაზის ქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე უკვე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და კომპანია SOCAR Georgia Gas-ის თანამშრომლები, რომელიც ბუნებრივი აირით ამარაგებს ქვეყნის დიდ ნაწილს.

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. მაგისტრალური გაზსადენის დაზიანების გამო ბათუმსა და ხელვაჩაურში 50 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, იუწყება „პირველი არხი“.

მილის დაზიანება, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე დაფიქსირდა, სავარაუდოდ, იქ მიმდინარე ბურღვის სამუშაოებმა გამოიწვია. 

გაზკომპრესორული სადგური. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
ვინ შეისყიდა რუსული ბუნებრივი აირი საქართველოში

ადგილზე უკვე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და კომპანია SOCAR Georgia Gas-ის თანამშრომლები, რომელიც ბუნებრივი აირით ამარაგებს ქვეყნის დიდ ნაწილს.  

ამ დროისათვის მაგისტრალური გაზსადენზე უკვე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თუმცა როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.  

SOCAR Georgia Gas-ის აჭარის ოფისის დირექტორის ვახტანგ ბერიშვილის თქმით, სავარაუდოდ, აბონენტების ჩართვა ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყება და საღამოსთვის დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0