საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეულმა დებმა ქვეყანა დატოვეს

© Sputnik / STRINGERსაქართველოს საერთაშორისო პასპორტი
საქართველოს საერთაშორისო პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
25 და 28 წლის მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა სოციალურ ქსელში არ დაასახელეს ის ქვეყანა, რომელმაც მათ თავშესაფარი მისცა

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საუდის არაბეთიდან  საქართველოში გამოქცეულ დებმა ერთ-ერთ ქვეყანაში თავშესაფარი მიიღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

25 და 28 წლის მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ვიდეო ატვირთეს, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს ტოვებენ და ახალი ცხოვრების დასაწყებად სხვა ქვეყანაში მიდიან.

„მოხარულები ვართ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვტოვებთ საქართველოს. მივემართებით ახალ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დასაწყებად. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა და ჩვენთან იყო ადგილზე თუ საზღვარგარეთ. ასევე გვსურს უღრმესი მადლობა ვუთხრათ ყველას, ვინც ხელი მოაწერა ჩვენ პეტიციას“, – ნათქვამია მაჰა და ვაფა ალ-სუბაიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები საქართველოში აპრილში ჩამოვიდნენ.

ისინი გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოსგან დაცვას ითხოვდნენ.

როგორც დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები სოციალურ ქსელ Twitter-ში წერდნენ, საკუთარ ქვეყანაში მათ საფრთხე ელოდათ. გოგონები ამტკიცებდნენ, რომ მათი მამა და ძმები ახლა საქართველოში იმყოფებიან და მათ მოძებნას ცდილობენ, რათა სამშობლოში დააბრუნონ. იქ კი, დების თქმით, მათ სიკვდილი ემუქრებოდა.

თბილისში მაჰამ და ვაფა ალ-სუბაიები ასევე ითხოვდნენ Google-ისა და Apple-სგან იმ აპლიკაციების წაშლას, რომლებითაც ქალების გაკონტროლება ხდება.

ჩემოდანი ტურისტის ხელში - Sputnik საქართველო
„ჩვენ საფრთხეში ვართ!“ - დები საუდის არაბეთიდან საქართველოში იმალებიან

როგორც დები ამბობენ, საუდის არაბეთში ქალებს მუშაობის დასაწყებად, სამოგზაუროდ თუ დასაქორწინებლად აუცილებლად ესაჭიროებათ ოჯახის წევრი მამაკაცის ნებართვა, რომლის გაცემაც მობილური აპლიკაცია  Absher-ის მეშვეობით ხდება.

გარდა ამისა, მობილური დანართის მეშვეობით დისტანციურადაა შესაძლებელია ქალების პასპორტების გაკონტროლებაც, ანუ აპლიკაცია იძლევა ინფორმაციას ქალის ადგილსამყოფელის შესახებ.

დების თქმით, საქართველოში გამოქცევა მათ მას შემდეგ შეძლეს, რაც მამას ტელეფონი მოპარეს და აპლიკაციის მეშვეობით თავად გასცეს საკუთარ მგზავრობაზე ნებართვა. ამ თანხმობის გარეშე მათ საუდის არაბეთის ტერიტორიის დატოვების უფლებას არ მისცემდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0