ვლადიმერ ბორცვაძე: შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა
„პოლიციამ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის კიდევ ერთი მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია შვიდი პირი. ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ბორცვაძის განცხადებით, დაკავებულთა შორის ოთხი ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია – დედა, მამა და ორი შვილი.