ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ვინ აგებს პასუხს ქალაქში ჩიტების ჭიკჭიკზე

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი იცვლის პროფესიას
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორი თბილისის მერიის „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს დაეხმარა და ის მოგვიყვება, თუ როგორია მათთან ერთად გატარებული ერთი სამუშაო დღე.

მთელი სამყარო ერთი დიდი ბაღია და ამ სამყაროში ჩვენც რიგითი მებაღეები ვართ. სამყაროს ბუნება ღრუბელივით ცვალებადია, ნიადაგ სხვანაირი. მიწა კი ისეთი კეთილია, თუ თოხით შეუხიცინებ, მოსავლით შემოგცინებს, გაგიღიმებს და გაგახარებს, ყველა ენაზე მეტყველებს და მზრუნველი მებაღე გულდასვენებული გრძნობ მთელი დანარჩენი სამყაროს გაგრძელებას.

ეს სიკეთე თბილისის მერიის „ეკოსერვის ჯგუფის“ 400-მდე თანამშრომელთან ერთად გავიზიარე, როცა პროფესია ისევ შევიცვალე და, როგორც წესი, სამუშაო დღეც 9:00 საათიდან დავიწყეთ.

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი - ეკოსერვის ჯგუფის თანამშრომელი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ვინ აგებს პასუხს ქალაქში ჩიტების ჭიკჭიკზე - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი - ეკოსერვის ჯგუფის თანამშრომელი

ხელში ბარი, თოხი, ნიჩაბი და ფოცხი, ცელი, ნამგალი, ურიკა და მაკრატელი – დღისით, ღამით, წვიმასა და თოვლში; ვამზადებთ თესლსა და ვამზადებთ ნიადაგს, ვჯგუთავთ ნათესარს და გადაგვყავს გრუნტში, ზოგიც – ქოთანში. თუმცა ჯერ ეს ყველაფერი არაა, მერე რომ არ თქვან, ბაღის სილამაზე ისეთია, როგორიც არის მებაღეო…

არსებობის ერთი წლის მანძილზე კომპანიამ თანამშრომლები აღჭურვა თანამედროვე ევროპული წარმოების ბენზოსათიბელებით, სტაციონარული სათიბელებით, ბენზოხერხებით, ამწე-კალათებით, თვითმცლელებით, ბრიგადების მობილურობისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებებით, სხვადასხვა ტიპის მძიმე ტექნიკით.

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტმა ბალახის თიბვაც უნდა იცოდეს!
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ვინ აგებს პასუხს ქალაქში ჩიტების ჭიკჭიკზე - Sputnik საქართველო
ჟურნალისტმა ბალახის თიბვაც უნდა იცოდეს!

იმ დღეს მივხვდი, გარემოზე ზრუნვა არა მარტო სასარგებლო და საინტერესოა, არამედ საუკეთესო ვარჯიშიცაა სხეულისათვის. ისეთი საქმიანობა, როგორიცაა ბარვა და ფარცხვაა, უფრო მეტ კალორიებს გვაკარგვინებს, ვიდრე ველოსიპედით სიარული. თუნდაც დღევანდელი სიახლეც შრომატევადი აღმოჩნდა: დასუფთავების სამუშაოები თბილისის მასშტაბით ჩავატარეთ შადრევნებში. ზამთრისგან „გავწმინდეთ“ და, სეზონზე პირველად, ჯერ ვაკის შადრევანი ჩავრთეთ.

© Sputnik / Alex Shlamovშადრევნების მასშტაბური წმენდა თბილისში
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ვინ აგებს პასუხს ქალაქში ჩიტების ჭიკჭიკზე - Sputnik საქართველო
შადრევნების მასშტაბური წმენდა თბილისში

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შრომის უსაფრთხოებას, ვინაიდან თანამშრომლებს მუშაობა გვიწევდა ისეთი ხელსაწყოებით, რომელთა გამოყენებაც უსაფრთხოების ნორმების დაცვას საჭიროებს. შესაბამისად, მუდმივად ხდება თანამშრომლების გადამზადება, ხოლო ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვას წინ უძღვის სასწავლო კურსები და თანამშრომელთა სერტიფიცირება.

© photo: Sputnikუსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ვინ აგებს პასუხს ქალაქში ჩიტების ჭიკჭიკზე - Sputnik საქართველო
უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია

ბუნებას არ სჩვევია ყოყმანი წინსვლასა და გამრავლებაში, მარტოობას არ ელტვის, მხარდაჭერისკენაა მიდრეკილი და, შესაბამისად, არც ჩვენ ვცნობთ ყოყმანს, როდესაც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირია არასამუშაო საათებში მუშაობის საჭიროება. მაგალითად, ქალაქში „საცობების“ შექმნის თავიდან აცილების მიზნით ქუჩებში ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები მეტწილად ღამის საათებში მიმდინარეობს. მათი შრომის ანაზრაურება კი 625 ლარიდან 1850 ლარამდე მერყეობს, გამოცდილების, კვალიფიკაციისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის შესაბამისად.

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი ეკოსერვისჯგუფის თანამშრომელი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ვინ აგებს პასუხს ქალაქში ჩიტების ჭიკჭიკზე - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი ეკოსერვისჯგუფის თანამშრომელი

ბუნება ყველა ენაზე მეტყველებს ბაღშიც და ცაშიც. ერთი ისაა, რომ ადამიანს მისი ქარით მოტანილი ჩურჩული ბაღში გესმის... ბაღი მებაღისთვის მწვანე სახლია, სახლი, სადაც ბუნება, იმედი და ადამიანი ერთმანეთს ხვდება და დიდი ამბები ხდება.

ჩემთვის ყველაზე დიდი ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც „ეკო-ჯგუფის“ თანამშრომლებმა ჩემ თვალწინ ხის მოჭრა დაიწყეს. გავშრი... აბა მე საიდან ვიცოდი, რომ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, თურმე, სანიტარიული ჭრები ხორციელდება დაავადების გავრცელების პრევენციისა და ჯანსაღი კორომების გადარჩენის მიზნით, და რომ მოჭრამდე სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერება…

ხე ვერ მოვჭერი, მაგრამ დავრგე. ხომ ამბობენ, კაცმა ამ ცხოვრებაში სამი რამ უნდა გააკეთოს – შექმნას ოჯახი, ააშენოს სახლი და დარგოს ხეო. ალბათ თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ისე კი, ფოთლების შრიალში მუშაობას ნამდვილად აქვს განსაკუთრებული ხიბლი...

 

ყველა ახალი ამბავი
0