აკრძალვა თუ თავისუფლება: რა დროს ატარებს თქვენი შვილი გაჯეტებთან?

© Pixabay / Pixabayსმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს" მკითხველებმა უპასუხეს კითხვას, თუ რამდენად ხშირად სარგებლობენ მათი შვილები კომპიუტერული ტექნიკით.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველომ" ჩაატარა ონლაინ-გამოკითხვა და მკითხველს დაუსვა კითხვა „რა დროს ატარებს თქვენი შვილი გაჯეტებთან?".

გამოკითხვაში მონაწილეთა 47,2%-მა უპასუხა, რომ დღის განმავლობაში მათი შვილები გაჯეტებთან რამდენიმე საათს ატარებენ, ხოლო 25,0% საერთოდ არ ზღუდავს შვილებს.

სმარტფონის ბატარეის დატენვა - Sputnik საქართველო
იძულებითი „დეტოქსიკაცია“: საფრანგეთში მოსწავლეებს სმარტფონების გამოყენება აეკრძალათ

გამოკითხვაში მონაწილეთა 16,7% აცხადებს, რომ მათი შვილები საერთოდ არ იყენებენ გაჯეტებს. ამასთან, გამოკითხულთა 11,1% შვილებს გაჯეტებთან ურთიერთობის ნებას საათში მხოლოდ ერთ საათს აძლევს.

მთელი მსოფლიოს სპეციალისტები საუბრობენ პრობლემებზე, რომლებიც ბავშვების გაჯეტებთან დიდი დროის განმავლობაში ურთიერთობიდან გამომდინარე ჩნდება. ბავშვები, რომლებსაც ჯერ სიარულიც კი არ შეუძლიათ, საკმაოდ კარგად სარგებლობენ სმარტფონებითა და პლანშეტებით. სწორედ ამიტომ ისინი მოუწოდებენ მშობლებს, მკაცრად გააკონტროლონ დრო, რომელსაც ბავშვი გაჯეტებთან ატარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0