ტყიბულში მერიის კუთვნილი ავტომობილი და საწყობი გაქურდეს

გამოწერა
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. უცნობმა პირებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის კომუნალური სამსახური გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაქურდულია უწყების კუთვნილი ავტომობილი და საწყობი.

მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0