ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის ტურნირს პირველი წრის შემდეგ გამოეთიშა

© photo: AFP 2020 / MATTHEW STOCKMANნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამარცხების მიუხედავად, ქართველი სპორტსმენი 24 ათას ევროს ოდენობით საპრიზო თანხას მიიღებს

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით მე-17 ნომერი) მადრიდში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

ქართველი ჩოგბურთელი პირველივე წრეში ამერიკელ ფრენსის ტიაფოსთან (37) სამ სეტში დამარცხდა – 7:6, 3:6, 4:6. შეხვედრა ზუსტად ორ საათს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
რამ განაპირობა ნიკოლოზ ბასილაშვილის АТР-ს რეიტინგში ჩამოქვეითება

პირველ პარტიაში მეტოქეებმა ერთმანეთის ჩაწოდება თითოჯერ აიღეს და ამიტომ გამარჯვებული ტაი-ბრეიკზე გამოვლინდა. ბასილაშვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა (10:8).

მეორე სეტი ბასილაშვილმა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო და 1:1 ანგარიშის დროს ბრეიკის გაკეთება შეძლო. თუმცა ქართველი სპორტსმენისთვის ეს მომენტი გარდამტეხი არ აღმოჩნდა. მეტიც, ტიაფომ მაშინვე უკუბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი მეტოქის ჩაწოდება კიდევ ერთხელ მოიგო. შედეგად სეტი ანგარიშით 3:6 დასრულდა.

გადამწყვეტ პარტიაში ბასილაშვილი საკმაოდ არადამაჯერებელი იყო - ბევრ შეცდომას აკეთებდა, თამაშობდა დაძაბულად და საკუთარ ჩაწოდებებს ძლივს იღებდა. ამერიკელი კი პირიქით აქტიური იყო და თითქმის ყველა თავის ჩაწოდებას იგებდა. ტიაფოს ერთი ბრეიკი ეყო, რათა მატჩი გამარჯვებამდე მიეყვანა.

ტურნირზე ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და თითქმის 24 ათასი ევრო გამოიმუშავა.

Mutua Madrid Open 12 მაისამდე გასტანს. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 6,5 მილიონ ევროს შეადგენს, მოქმედი გამარჯვებული გერმანიის წარმომადგენელი ალექსანდრ ზვერევია.

ყველა ახალი ამბავი
0