"გავგიჟდი, როგორ უხდება" – ნანუკა ჟორჟოლიანმა 10 წლის ვაჟს თმები ლურჯად შეუღება

გამოწერა
ცნობილმა ტელეწამყვანმა იტალიაში მოგზაურობა შვილის საბა კოდუას დაბადების დღეს დაამთხვია და იუბილარს განსაკუთრებული დღესასწაული მოუწყო.

გაზაფხულიდან დასვენების, მოგზაურობის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. ვინც ახერხებს, სწორედ წელიწადის ამ დროს სწყდება სამუშაოს და ისე ატარებს შვებულების დღეებს, როგორც შესაძლებლობები მისცემს ამის საშუალებას.

ქართველმა ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა შვილთან საბა კოდუასთან ერთად დაუვიწყარი დასვენება მოიწყო იტალიაში.

დედა-შვილი ჯერ რომს ესტუმრა, შემდეგ ვატიკანი და ფლორენცია მოინახულა. ნანუკა საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და თავის ფოლოვერებს ხშირად ანებივრებს ლამაზი ფოტოებით. არც ახლა უღალატა ტრადიციას და მეგობრებს მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები გაუზიარა.

როგორც ერთ-ერთ ფოტოში ჩანს, ნანუკამ საბას თმა შეუღება, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„როგორ უხდება გავგიჟდი“, „რამე ასეთი არსებობს საქართველოში?“, „საბა ირაკლის ჰგავს ძალიან“, „ძალიან, ძალიან სიმპატიური ბიჭია“, „ეს ბიჭი ჩემი ფავორიტია“, – წერენ ნანუკას მეგობრები.

როგორც ნანუკამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, უფროს შვილს მარიამს არასოდეს ზღუდავდა, ისიც ყოველთვის ენდობოდა და არაფერს უმალავდა. ასეა საბას შემთხვევაშიც. თუმცა ამბობს, რომ უნდა ბევრად უკეთესი დედა იყოს და მეტი დრო დაუთმოს შვილებს. ნანუკას შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ამ თემაზე ყოველთვის გულახდილად საუბრობს.

ყველა ახალი ამბავი
0