ავიაკატასტროფა რუსეთში: გამოცხადებულია სამდღიანი გლოვა

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიშერემეტიევო
შერემეტიევო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავმა Sukhoi Superjet 100-მა მოსკოვის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა 28-წუთიანი ფრენის შემდეგ.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში კვირას, საღამოს თვითმფრინავ SSJ-100-ის ავარიული დაშვების შედეგად დაღუპული 41 ადამიანის გამო მურმანსკის ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, ნათქვამია მურმანსკის ოლქის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვითარება შერემეტიევოს აეროპორტში - Sputnik საქართველო
ხანძარი თვითმფრინავში: შერემეტიევოს აეროპორტში დაღუპულია 41 ადამიანი

ავიაკომპანია „აეროფლოტის" თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა, კვირას, საღამოს შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა 28-წუთიანი ფრენის შემდეგ. თვითმფრინავის დაშვება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მხოლოდ მეორე ცდაზე მოხერხდა. დაშვებისას თვითმფრინავის ძრავები აალდა. მგზავრები საჰაერო ხომალდს გასაბერი ტრაპით ტოვებდნენ. თვითმფრინავი მთლიანად დაიწვა.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 41 ადამიანი. ექვსი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მურმანსკის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, მათი თანამოქალაქე თითოეული დაღუპული მგზავრის ოჯახი 1 მლნ რუბლს მიიღებს, საავადმყოფოში მყოფები კი თითოეული 500 ათას რუბლს.

ტრაგედიის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა, პრემიერმა დმიტრი მედვედევმა კი მომხდარი ფაქტის გამოძიების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნის დავალება გასცა. „როსტრანსნადზორი", თავის მხრივ, არაგეგმიურად შეამოწმებს „აეროფლოტს", შერემეტიევოს და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სახელმწიფო კორპორაციას.

 

ყველა ახალი ამბავი
0