კატასტროფა შერემეტიევოში: რა ვერსიებს განიხილავს საგამოძიებო კომიტეტი

© photo: AFP 2020 / VIKTOR MARCHUKAITESკატასტროფა შერემეტიევოში
კატასტროფა შერემეტიევოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო პილოტებმა თვითმფრინავის დასმა მხოლოდ მეორე ცდაზე მოახერხეს, რა დროსაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზად გამოძიება, გარდა რთული მეტეოპირობებისა, კიდევ რამდენიმე სხვა ვერსიას განიხილავს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.

„გამოძიება მომხდარის რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის: პილოტების, დისპეტჩერებისა და ბორტის ტექდათვალიერების ჩამტარებლების არასაკმარის კვალიფიკაციას, თვითმფრინავის გაუმართაობასა და ასევე მეტეოროლოგიურ პირობებს“, – აღნიშნა პეტრენკომ.

ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი საჰაერო ხომალდი Sukhoi Superjet 100, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა, 5 მაისის საღამოს აფრენიდან 28 წუთის შემდეგ შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. აღსანიშნავია, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო პილოტებმა თვითმფრინავის დასმა მხოლოდ მეორე ცდაზე მოახერხეს, რა დროსაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

საგამოძიებო კომიტეტის ბოლო ინფორმაციით, კატასტროფაში დაიღუპა 41 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0