დამწვარი თვითმფრინავი „შერემეტევოს“ აეროპორტში: დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკში„შერემეტევოს“ აეროპორტი
„შერემეტევოს“ აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაინერი ავარიულად დაეშვა ასაფრენ ბილიკზე, შემდეგ კი აალება მოხდა

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი მოსკოვში „შერემეტევოს“ აეროპორტში მოსკოვი-მურმანსკის რეისის თვითმფრინავზე ხანძრის შედეგად, იუწყება РИА Новости რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა შვიდი ადამიანი. ძირითადად მათ სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობები აქვთ მიღებული.

მეხანძრეები აეროპორტ „შერემეტევოში“ - Sputnik საქართველო
მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა: დაშავდა ექვსი ადამიანი

Sukhoi Superjet 100 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი მოსკოვი-მურმანსკი ბორტზე აალების გამო „შერემეტევოს“ აეროპორტში ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავის დაშვება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მხოლოდ მეორე  ცდაზე მოხერხდა. დაშვებისას თვითმფრინავის ძრავები აალდა.

მგზავრები თვითმფრინავს გასაბერი ტრაპით ტოვებდნენ. თვითმფრინავი მთლიანად დაიწვა.

​

მომხდარის რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თვითმფრინავს მეხი დაეცა.

​

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაღუპულთა ახლობლებსა და ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0