ბოტანიკურ ბაღში „მწვანე გამოფენა“ იხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან
ტურისტები ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების სტუმრები დაათვალიერებენ ეგზოტიკურ მცენარეებს და მათ შეძენას შეძლებენ

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. თბილისის ბოტანიკურ ბაღში კვირას იხსნება რიგით მესამე გამოფენა GreenExpo, რომელიც მებაღეობას, ლანდშაფტურ დიზაინს და გამწვანებას ეძღვნება.

© photo: National Botanical Garden of Georgia / FBმზადება გამოფენისთვის GreenExpo
ბოტანიკურ ბაღში „მწვანე გამოფენა“ იხსნება - Sputnik საქართველო
მზადება გამოფენისთვის GreenExpo

ტრადიციულად გამოფენა-გაყიდვა ბოტანიკური ბაღის ივენტ-სივრცეში (Event Square) გაიმართება.

GreenExpo მიზნად ისახავს საქართველოში მებაღეობის კულტურის განვითარებას და ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების მხარდაჭერას.

© Sputnik / Vladimir Umikashviliგაზაფხული ბოტანიკურ ბაღში
ბოტანიკურ ბაღში „მწვანე გამოფენა“ იხსნება - Sputnik საქართველო
გაზაფხული ბოტანიკურ ბაღში

ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ტროპიკული მცენარეები, ღია გრუნტის მცენარეები, სეკულენტები და სხვადასხვა ნერგები. ასევე გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი ფლორისტების ნამუშევრები და გრინ-არტი.

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში, აბანოთუბანში „Sputnik“-ის რეპორტიორმა ექსკურსია მოაწყო - Sputnik საქართველო
"ტურისტული ზაფხული": ექსკურსია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი სამხრეთ კავკასიაში პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბაღია. ის სოლოლაკის ქედის სამხრეთით მდინარე წავკისისწყლის ხეობაში მდებარეობს. XIX საუკუნემდე ამ ადგილს სამეფო ბაღს უწოდებდნენ და მისი ისტორია ასწლეულებს ითვლიდა.

თბილისის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც 1845 წელს სამეფო ბაღების ადგილას გაშენდა, ამჟამად ფართოდ არის წარმოდგენილი ქართული და მსოფლიო ფლორა.

© Sputnik / Alex Shlamov„თბილისობა“ დედაქალაქში - ყვავილების გამოფენა რიყის პარკში და ზურაბ შევარდნაძე
ბოტანიკურ ბაღში „მწვანე გამოფენა“ იხსნება - Sputnik საქართველო
„თბილისობა“ დედაქალაქში - ყვავილების გამოფენა რიყის პარკში და ზურაბ შევარდნაძე

„ვუზიარებთ ბუნების სიყვარულს 1636 წლიდან" — აღნიშნული სლოგანი 2016 წელს ბოტანიკური ბაღის 380 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შეირჩა.

ყველა ახალი ამბავი
0