თბილისი, 4 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლებმა დუშეთში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
35 წლის რ.უ. წარსულში არაერთგზის ნასამართლევია.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 მაისს, დაკავებულმა, მის მეზობლად მცხოვრებ 67 წლის ნ.უ.-ზე სექსუალური ძალადობა სცადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.