სპეცოპერაცია მამკოდაში: მდინარის ადიდების გამო ადამიანები მეორე ნაპირზე ჩარჩნენ

© photo: Kakha Kaladze / FBსამაშველო ბრიგადა წყალდიდობის ადგილზე
სამაშველო ბრიგადა წყალდიდობის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდინარის მეორე ნაპირზე სულ 70 ადამიანი იყო ჩარჩენილი

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში მდინარის ადიდების გამო ადამიანები მეორე ნაპირზე ჩარჩნენ, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, იუწყება პირველი არხი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.

მამკოდის ტერიტორიაზე მაშველები მუშაობენ და ადიდებული მდინარის მეორე მხრიდან ადამიანები გამოჰყავთ. ადგილზე 25 მაშველი მუშაობს. მათ მდინარის მეორე ნაპირიდან 7 ადამიანი დარჩათ გამოსაყვანი.

ჩარჩენილთაგან რამდენიმე ადამიანი ამ ეტაპზე მაშველებს არ ემორჩილება და მეორე ნაპირზე არ გადმოდის. ისინი მამკოდის ტერიტორიაზე საქეიფოდ არიან მისული.

ადგილზე 25 მაშველი მუშაობს. მდინარის მეორე ნაპირზე სულ 70 ადამიანი იყო ჩარჩენილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0