დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ Mercedes Benz Fashion Week-ის სტუმრები თანამედროვე მოდისა და ეროვნული მუსიკის შერწყმით გააოცა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა მოდის ჩვენება
თბილისში პარასკევს გაიმართა ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის ჩვენება, რომელიც ახალ ბრენდს Situationist წარმოადგენდა. ზამთრის კოლექციის ახალი ხაზი უჩვენეს „მეფეთა მემორიალთან.
„მეფეთა მემორიალის“ - იგივე „თბილისის სტოუნჰეჯის“ კომპლექსის ავტორი არის ცნობილი ქართველი სკულპტორი და ხელოვანი ზურაბ წერეთელი. მონუმენტის შენება ჯერ კიდევ 1985 წელს დაიწყო, და ის ავტორის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა. ძეგლი, რომელიც მაღლობზე მდებარეობს, ქალაქის მრავალი წერტილიდან კარგად მოჩანს.
კვირეულის ჩვენებები დაგეგმილია სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სასტუმროში Stamba, სტადიონ „დინამო-არენაზე“, Cafe Gallery-ში, სასტუმროში Moxy Tbilisi, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრსა და სხვა ტერიტორიებზე.