თამარ სხირტლაძე: თუ ეს არ გექნება, გამოდის, რომ ყველას მობეზრებული ყავხარ
„როცა 90 წლის გავხდები, მეორე დღეს რა უნდა ვაკეთო? თუ სულიერი საზრდო არ მექნება, როლს არ მომცემენ და თეატრში არ დამიძახებენ, სიცოცხლე რად მინდა?!“ – ამბობს თამარ სხირტლაძე „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.
თამარ სხირტლაძე – საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. იმ იშვიათ მსახიობთა შორისაა, ვინც ცხოვრების ცხრა ათეული წლიდან 73 წელი სცენაზე გაატარა. მარჯანიშვილისა და რუსთავის თეატრში განსახიერებული აქვს 70 როლი, კინოში კი 40-მდე როლი შეასრულა.