შეხვედრა უზენაეს სასამართლოში: კანონის წინაშე ყველა თანასწორია

© photo: courtesy of Administration Of The Presidentსალომე ზურაბიშვილი და მზია თოდუა
სალომე ზურაბიშვილი და მზია თოდუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი დაათვალიერა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მზია თოდუას შეხვდა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.  

საქართველოს პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
სკანდალური კანონპროექტი სასამართლოების შესახებ დამტკიცებულია

„შეხვედრა უზენაესს სასამართლოში გაიმართა, რითაც პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის წინაშე ყველა თანასწორია მისი თანამდებობისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად“, — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.

მზია თოდუამ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი დაათვალიერებინა, რომლებიც 2013 წლის 15 მაისს, მოსამართლის დღეს, უზენაესი სასამართლოს შენობაში გაიხსნა.

მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული ისტორიული „1 დარბაზი“, რომელიც 70-იანი წლების ავეჯითაა აღჭურვილი. ამ დარბაზში იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის „თვითმფრინავის გამტაცებელთა“, ,,მხედრიონელთა“ და სხვათა საქმეები.

 

ყველა ახალი ამბავი
0