„ღმერთო, როგორ მინდა მანდ“ – კრისტი ყიფშიძე ფოლოვერებს ბალიზე გადაღებული ფოტოებით ახელებს

© courtesy of Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იწყება დასვენებაზე ფიქრი. ბევრს ამოჩემებული კურორტი აქვს და ყოველ წელს იქ დადის დასასვენებლად, ზოგი კი ახალი თავგადასავლების ძიებაშია და სხვადასხვა ადგილზე არჩევს დასვენებას.

ცნობილმა ქართველმა მოდელმა კრისტი ყიფშიძემ დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყო, დამღლელი და ზამთრის ერთფეროვანი დღეების შემდეგ განსატვირთად ბალიზე გაემგზავრა. კრისტიმ ტრადიციული ფოტოებიც გადაიღო და მეგობრებს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა.

„ღმერთო, როგორ მინდა მანდ“.

„რა შორს წასულხარ კრისტი. მაგარიააა“.

„ახლა გავაფრენ. ძალიან მაგარია, იმედია როდისმე მეც მოვხვდები ამ ზღაპრულ ადგილას“, – წერენ მეგობრები მოდელს.

კრისტი ყიფშიძისთვის მოგზაურობა არის პროცესი, რომელიც მის ცხოვრებაში ყოველთვის სიახლესთან და თავგადასავლებთან ასოცირდება.

მოგზაურობა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო და წლების განმავლობაში ბევრი სასიამოვნო მოგონება და ემოცია დაუგროვდა. კრისტის ვოაიაჟები იმდენად მრავალფეროვანია და იმდენ ქვეყანაშია ნამყოფი, რომ უკვე დათვლა უჭირს.

„ძალიან მიყვარს მოგზაურობა და, საბედნიეროდ, ხშირად ვმოგზაურობ. ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი, ზოგიერთ ქვეყანაში ოთხ-ხუთჯერაც კი, მაგრამ ყოველ ჯერზე განსხვავებული თვალით ვუყურებ ამ ქვეყნებს“, – ამბობს კრისტი „Sputnik საქართველოსთან“ ინტერვიუში.

კრისტის თქმით, მოგზაურობა ძალიან კარგი ანტიდეპრესანტია და ამაში ფულის დახარჯვა არასოდეს ენანება.

„ერთფეროვანი ცხოვრება ძალიან არასაინტერესო და მოსაწყენია. მოგზაურობას სიახლეები შემოაქვს ჩვენ ცხოვრებაში. სამი დღითაც რომ წახვიდე უცხო ქვეყანაში, იმდენად განტვირთული და ემოციებით დატვირთული ჩამოდიხარ, თითქმის მთელი წელი მიგყვება ეს დადებითი ემოცია. პირადად ჩემთვის, ქალაქგარეთაც რომ გავიდე, ესეც საკმარისია განტვირთვისთვის“, – ამბობს კრისტი.

როგორც მოდელმა აღნიშნა, ეგზოტიკური ქვეყნები, ჯუნგლები, ტროპიკული ტყეები იზიდავს.

„ძალიან შთამბეჭდავია ეს ყველაფერი. ეგზოტიკური ქვეყნებიდან ინდოეთში ვარ ნამყოფი. დაახლოებით ერთი თვე დავრჩი საოცარი ფერებისა და ულამაზესი ყვავილების სამყაროში. ცაც სულ სხვა ფერია. უცხო ქვეყნებში ხშირად ვაკვირდები ცას, როგორი და რა ფერისაა იგი. მაგალითად, მოსკოვში ვგრძნობ, რომ ცა ძალიან დაბლაა, თითქოს უნდა შეეხო“, – ამბობს კრისტი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი, ჯერ ყველაფერი წინ აქვს და კიდევ ბევრი ქვეყნის მონახულებას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0