„ბოლოს სკოლასთან დაინახეს" – ბათუმში 13 წლის გოგონას ეძებენ

© Sputnik / STRINGERსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონა ოთხშაბათს სახლიდან სკოლაში წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ბათუმში პოლიცია 13 წლის გოგონას ეძებს.

ოთხშაბათს, დილით ქეთი მხეიძე სახლიდან სკოლაში წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მოზარდის მშობლებმა პოლიციას უკვე მიმართეს.

„მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. სისხლის სამართლის საქმე ჯერ აღძრული არ არის", – იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

გოგონას ნათესავების განცხადებით, გოგონა ბოლოს ოთხშაბათს, დილით №13 საჯარო სკოლასთან დაინახეს. ქეთის ეცვა წითელი ტყავის ქურთუკი და შავი შარვალი. მათ, ვინც გოგონას შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობს, სთხოვენ დაუკავშირდნენ ნომერზე +995 577 21 04 43.

 

ყველა ახალი ამბავი
0