თბილისში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსოლოლაკი
სოლოლაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
სახლში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სულ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. სოლოლაკში, იაშვილის # 16-ში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
მეტეხის ქუჩაზე სახლის ნაწილი ჩამოინგრა

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, შენობისთვის გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად მაცხოვრებლების მხრიდან მერიისთვის წერილობითი მიმართვაა საჭირო.  

სახლში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სულ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ბეტონის მასა შენობიდან არაერთხელ ჩამოვარდნილა და სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის.

მათივე თქმით, მათ დახმარება არაერთხელ სთხოვეს რაიონის გამგეობას, თუმცა არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების გამო უარი მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0