ზუგდიდში ავარიაში ბავშვი დაშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანქანას, რომელშიც ბავშვი მშობელთან ერთად მგზავრობდა, მეორე ავტომობილი უკნიდან შეეჯახა.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. ათი წლის ბავშვი დაშავდა ზუგდიდში მომხდარი ავარიის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ქუთაისში ფეხით მოსიარულე დებს მანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მანქანას, რომელშიც ბავშვი მშობელთან ერთად მგზავრობდა, მეორე ავტომობილი უკნიდან შეეჯახა.

დაშავებული ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევები უტარდება.

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0