ძლიერმა სეტყვამ კახეთის სოფლები დააზარალა

© photo: Sputnik / Igor Podgorny / გადასვლა მედიაბანკშისეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
20 წუთში სეტყვამ კახეთის რამდენიმე სოფელში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები გაანადგურა.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ, რომელიც 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, თელავის რაიონის სოფლები დააზარალა, იუწყება პირველი არხი.

ოთხშაბათს, დღისით დაისეტყვა სოფლები შილაური, კისისხევი, კურდღელაური და ვარდისუბანი. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო ნათესები. უამინდობის გამო პრობლემები თელავის გზებზეც შეიქმნა.

ძლიერი სეტყვა თელავში - Sputnik საქართველო
ძლიერმა სეტყვამ გურჯაანი დააზარალა

„მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია. დაზარალებულ სოფლებში ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლები ჩავლენ და ადგილზე გაეცნობიან ვითარებას“, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, სამშაბათს სეტყვასაშიში ღრუბლები კახეთის ხუთ რეგიონში გაანეიტრალეს.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოში 2015 წლის გაზაფხულიდან ფუნქციონირებს. პირველად ის კახეთში დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და საწყის სტადიაზე მათი კონტროლი. კახეთის ყველა რაიონში საცეცხლე წერტილებია განლაგებული. განიხილება სისტემის დამონტაჟების შესაძლებლობა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0