ძაღლმა 4 წლის ბიჭი გადაარჩინა, თვითონ კი მძიმედ დაშავდა - სულისშემძვრელი ვიდეო

CC BY-SA 2.0 / Aaron Jacobs / Loving Klausძაღლი და პატრონი
ძაღლი და პატრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძაღლური ერთგულების ერთ-ერთი მაგალითია ძაღლი სახელად როსკო, რომელმაც 4 წლის ბიჭუნა სიკვდილისგან იხსნა.

ცხოველები ხშირად გამოხატავენ ერთგულებასა და სიყვარულს ადამიანების მიმართ. მადლიერების ნიშნად მათ შეუძლიათ სიცოცხლეც გაწირონ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია ძაღლი სახელად როსკო, რომელმაც ოჯახის წევრი, 4 წლის ივან საული სიკვდილისგან იხსნა.

სახლში მარტო მყოფ ივანს ეძინა, როდესაც ხანძარი გაჩნდა. როსკო  ყეფდა და ცდილობდა, ივანი გაეღვიძებინა. საბოლოოდ ძაღლმა ბავშვი გააღვიძა და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ივანი ფანჯრიდან გადაძვრა, რადგან კარსაც ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული.

სანამ ბავშვი შველას ითხოვდა, ძაღლმა სხეულის 30%-ის დამწვრობა მიიღო. თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0